გავიმეორეთ წინა მასალა. გადავხედეთ ჩვენს გეგმებს,შევასწორეთ.
მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პრეზენტაციები და კოლეგიალური რჩევები მივეცით.
ვისწავლეთ ბლოგში გვერდების ჩასმა. კარგად გავარჩიეთ HTML გაჯეტი. გადავიტანეთ საათი და ვიდეო.
ტრენინგი პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს.ვისწავლეთ,როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ტრენერს ქალბატონ ქეთი ცერაძეს საინტერესო ინფორმაციების მოწოდებისთვის..
Sunday, June 28, 2015
Saturday, June 27, 2015
ტრენინგის მე-8 დღე.
დღევანდელი დღე როგორც ყოველთვის საინტერესო იყო. გავიმეორეთ წინა მასალა.
მოვამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.
მოვამზადეთ ფასილიტაციის რესურსი, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს და ავტვირთეთ ბლოგზე.
Thursday, June 25, 2015
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, შემდეგ კი პროექტის ფარგლებში შევიმუშავეთ კონკრეტული დავალებების ტიპები, რომლებიც მოვარგებთ ძლიერი და სუსტი მოსწრების მოსწავლეების შესაძლებლობებს . გადავხედეთ პროექტების გეგმებს, ამის შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში, კერძოდ კი სასწავლო პროცედურებზე, სადაც დეტალურად გავწერეთ ჩვენი პროექტის თითოეული ეტაპის დავალებები და ამოცანები და მოლოდინები.
Tuesday, June 23, 2015
ტრენინგის მე-6 დღე
გავიმეორეთ წინა მასალა. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ვიყავით მოსწავლეების როლში და გავაკეთეთ პრეზენტაცია, სახელმძღვანელოდან გადავხედეთ სხვა მასწავლებლის გეგმებსაც, რადგან ტრენერის მითითებით, საკუთარ გეგმებზე უნდა ვიმუშაოთ.
Sunday, June 21, 2015
ტრენინგის მე-5 დღე.
გავიმეორეთ წინა მასალა. ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარების გაგზავნა ბლოგზე, მოსწავლის ნიმუშში ბლოგის შექმნა, დიზაინი, სურათის ჩასმა, ბლოგის სათაური, გაჯეტების შექმნა: შევქმენით სურათების გაჯეტი და გამოკითხვის გაჯეტი.
Saturday, June 6, 2015
ტრენინგის მესამე დღე
გავიმეორეთ წინა მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, დავადგინეთ პროექტის სტანდარტი, განსაზღვრეთ პროექტის მიზნები. ვისწავლეთ ჩანაწერის რედაქტირება და ახალი ჩანაწერის შეტანა.
Subscribe to:
Posts (Atom)